პითაგორას მოსაზრებები

პითაგორამ პირვლმა გამოთქვა მოსაზრება , რომ დედამიწა მრგვალია.
პითაგორასა და    მის მოწაფეებს სწამდათრომ ყველაფერი დაკავშირებულია მათემატიკასთან და ასევე თვლიდნენრომ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია ციკლთა რითმულობის გასაზღვრით.

     პითაგორას ცნობილი გამონათქვამები:
.      ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს,რომ იცხოვრო აწმყოთი;
.    ქარქაშიდან მალე ამოღებული ხმალი დაჩლუნგდება;
.   ხუმრობაც ზომაზე იხმარე,როგორც მარილი;
.   მლიქვნელობა სურათზე დახატულ აღჭურვილობას ჰგავს;თუმცა სიამოვნებას განიჭებს,სარგებლობა არ აქვს;
.  ეცადერომ მზის ამოსვლას დაესწრო,იმიტომ რომ არ იცი დაესწრები თუ არა მის ჩასვლას;
.  ჰქმენი დიადი ისერომ ნუ შეჰპირდები დიადს;
.    ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა. 

პითაგორას მათემატიკის მამასაც უწოდებენ
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ მათემატიკოსი იყო.
მან  დაამტკიცა, რომ მთვარე შუქს მზისგან იღებს.
სწორედ პითაგორასგან მივიღეთ ცნება ფილოსოფოსი , რომელიც ნიშნავს
 საკუთრივ   ადამიანური სიბრძნის მაძიებელ ადამიანს 
     •პითაგორა ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ფუძემდებელი იყორომელიც სამყაროში არსებულ მოვლენებს მათემატიკური კანონებით ხსნიდა.  
     
პითაგორას მოწაფეებს ხუთწლიანი დუმილი ევალებოდათისინი მასწავლებლის მოძღვრებას არ უზიარებდნენ მასვინც არ იყო მომზადებული ამ მოძღვრების  შესათვისებლად.
 
• დიდი მასწავლებლის სიტყვებს მისი მოწაფეები ღვთიურს უწოდებდნენ და   ფილოსოფიურ დისპუტებში ყოველთვის მასწავლებლის სიტყვებს იმოწმებდნენ: „მან აგრე ბრძანა“. 
   პითაგორას მოძღვრებითრიცხვი აზრის ჭეშმარიტი ცნებაარიცხვი არსის უბრალო სიმბოლო კი არ არისარამედ მასში მჟღავნდება არსის საიდუმლორიცხვი   ყველა ნივთთა არსებასამყაროს ორგანიზაცია და ჰარმონიაა.   რაკიპითაგორას აზრითსამყაროს რიცხვები მართავენმათ დაიწყეს მათი ღრმად შესწავლარათა ამ გზით აეხსნათ არა მარტო მატერიალურიარამედ სულიერი სამყაროს მოვლენები.       .  თავისი სახელით ცნობილი თეორემის  დამტკიცებისას იმდენად დიდი ყოფილა მისი სიხარული, რომ ზეიმი მოუწყვია.  მსხვერპლად 100 ხარი შეუწირავს  და დიდძალი ხალხიც მოუწვევია.

Комментариев нет:

Отправить комментарий