პითაგორა დაიბადა სამოსში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. მის შესახებ ცნობები მოგვეპოვება იმ პირებისაგან, რომლებიც პითაგორას გარდაცვალებიდან დაახლოებით 500-600 წლის შემდეგ ცხოვრობდნენ.
მამამისი მნესარხი მოხსენიებულია, როგორც სამოსში მცხოვრები, მაგრამ ბევრი ვერსია მიუთითებს, რომ პითაგორა დაიბადა ფინიკიაში ან სიდონში. ითვლება, რომ მნესარხი არის ფინიკიელი, რომელმაც მიიღო სამოსის მოქალაქეობა, ან პირიქით - ბერძენი ვაჭარი, რომელიც ცოლ პიფაიდასთან ერთად გადავიდა ფინიკიაში, სადაც გახდა მამა
პითაგორამ სახელი მიიღო მის შემდეგ, რაც დელფიის წინასწარმეტყველმა პიფიამ იწინასწარმეტყველა მისი დაბადება (პითაგორა პირდაპირი თარგმანით ნიშნავს "ის ვიზეც იწინასწარმეტყველა პიფიამ")
პითაგორა წარმოშობით არისტოკრატთა წრიდან იყო და შესანიშნავი განათლება მიიღო. მამამისი კი იყო იუველირი. პითაგორა არ დაკმაყოფილდა მიღებული ცოდნით და გაემგზავრა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ქვეყნებში, ეგვიპტესა და ბაბილონში, რათა სხვა ხალხების სიბრძნესაც გასცნობოდა. არსებობს გადმოცემა, რომ ეგვიპტეში ყოფნისას ქურუმებმა, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ მეცნიერულ და მისტიკურ ცოდნას, პითაგორას გააცნეს თავიანთი წმინდა მეცნიერება. ქურუმთა მეცნიერებას ნაზიარები ნეფიტები ვალდებულნი იყვნენ საიდუმლოდ შეენახათ მიღებული ცოდნა, მაგრამ პითაგორამ დაარღვია ფიცი - მოგვიანებით ჩამოაყალიბა საკუთარი სკოლა და რელიგიური მსოფლმხედველობა.
• პითაგორა ყველა მის მოსწავლეს მოუწოდებდა, რომ ყვარებოდათ მუსიკა, ხელოვნება და ყველას მოუწოდებდა აუცილებლად შეესწავლათ ჰომეროსის გენიალური პოემიდან ,,ილიადა და ოდისეა” ნაწყვეთი მაინც ზეპირად.
•პითაგორელები ძირითადად ჭამდნენ ხილს,ბოსტნეულს,წყალში და რძეში დასველებულ კვერს . პითაგორელებს შეეძლოთ თევზის ჭამა.
პითაგორული სკოლა იყო საიდუმლო საზოგადოების პირველი მოდელი.
•პითაგორელები ძირითადად ჭამდნენ ხილს,ბოსტნეულს,წყალში და რძეში დასველებულ კვერს . პითაგორელებს შეეძლოთ თევზის ჭამა.
პითაგორული სკოლა იყო საიდუმლო საზოგადოების პირველი მოდელი.
საინტერესო და სასარგებლო მასალაა მოცემული ამ გვერდზე
ОтветитьУдалить